Friday, September 12, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

   ტრენინგი  დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,  მოვძენეთ და კარგად ვნახეთ ისევ სხვადასხვა პროექტის შეფასების  რუბრიკები , რომელთა ნაწილი გადავიტანეთ  ჩვენს საქაღალდეში შეფასების ფაილში .   ვნახეთ პრეზენტაცია  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ, ვისაუბრეთ პრეზენტაციის ირგვლივ , მიმოვიხილეთ როგორ შეიძლება მასწავლებელმა   დავალებები  მოარგოს მოსწავლის საჭიროებებს , თავადაც შევადგინეთ დავალებები ჩვენი პროექტის  ფარგლებში როგორც სპეციალური საჭიროების მოსწავლისთვის, ასევე მაღალი  აკადემიური მოსწრების მოსწავლისთვის.ვიმუშავეთ ბლოგზე ,   სადაც html  გაჯეტზე გადავიტანეთ საათის
მექანიზმი , ამ გაჯეტით შესაძლებელია ვიდეოების გადატანა ბლოგზე . გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე . საინტერესო  და  ინფორმაციული იყო დღევანდელი დღე.

No comments:

Post a Comment