ტრენინგი ძალიან ინფორმაციული და დატვირთული გამოდგა , დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, განვიხილეთ საავტორო უფლებების გადმოცემის საშუალებების შევსებისა და შენახვის ფორმები. ნაყოფიერად ვიმუშავეთ ბლოგის წაშლაზე და ასევე კარგად ვისწავლეთ აღდგენა, ძალიან მნისვნელოვანი იყო და ყველაზე მეტად გამოგვადგება ბლოგის გაჯეტების შექმნა , კარგად გავერკვიეთ გაჯეტების ფორმაში , როგორ შევქმნათ გამოკითხვის გაჯეტები, შევისწავლეთ გაჯეტების ფორმის შეცვლა. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. დღევანდელი ტრენინგი აუცილებელია მასწავლებლის პორტფოლიოს შესაქმნელად , გაგვიწევს დიდ დახმარებას . მადლობა ქალბატონ ქეთის , ძალიან ადვილად შეგვასწავლა დღევანდელის ტრენინგის დავალებები.
No comments:
Post a Comment