Sunday, September 14, 2014

ტრენინგის შეჯამება

მადლობა ტრენინგის ხელმძღავნელს  ქალბატონ ქეთი ცერაძეს  ძალაინ საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის.  გაოცებული ვარ ქეთის ორგანიზებულობით , მობილიზებით  კომუნიკაბელობით. ტრენინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დაგვეხმარება   მოვაწესრიგოთ დოკუმენტაცია , დაგვეხმარება  პორტფოლიოს შექმნასა და შემდგომ სრულყოფაში. გავეცანი სიახლეებს , გამოვიმუშავე  ბლოგზე მუშაობის უნარ ჩვევები. ტრენინგი მასწავლებლის საჭიროებებზე იყო მორგებული , ამდენად  დიდ დახმარებას გაგვიწევს  ჩვენს საქმიანობაში!

მეცხრე დღე

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით , ახლიდან გავიარეთ link.listis გაჯეტზე მუშაობა,  ბლოგზე ვიმუშავეთ , ჩავსვით გვერდები , ვისწავლეთ ბანერების  ჩასმა, მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა პრეზენტაციები. ვიმსჯელეთ , მივაწოდეთ ერთმანეთს იდეები.შევაჯამეთ  ტრენინგი ,.  მადლობა ქეთი ცერაძეს საინტერესო ტრენინგისთვის.

Saturday, September 13, 2014

ტრენინგის მერვე დღე

 ტრენინგის სამუშაო დღე დავიწყეთ  გამეორებით,  განვიხილეთ ფასილიტაციის დავალებების ნიმუშები . შევქმენით მოსწავლის ფასილიტაციის ნიმუში , გადავიტანეთ საქაღალდეში , დავალაგეთ საქაღალდე , გადავხედეთ საქაღალდის მასალებს , მოვაწესრიგეთ , და ვისწავლეთ საქღალდის ატვირთვა ბლოგე , ვისწავლეთ სიის გაჯეტი link.listi, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პორტფოლიოში მასალების ასატვირთად.  მადლობა ქეთი ცერაძეს , მწყობრად , ორგანიზებულად  გვაწვდის  ყოველივე სიახლეს , გაგვიადვილა  ტრენინგის მასალების  შესწავლა!

Friday, September 12, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

   ტრენინგი  დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,  მოვძენეთ და კარგად ვნახეთ ისევ სხვადასხვა პროექტის შეფასების  რუბრიკები , რომელთა ნაწილი გადავიტანეთ  ჩვენს საქაღალდეში შეფასების ფაილში .   ვნახეთ პრეზენტაცია  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ, ვისაუბრეთ პრეზენტაციის ირგვლივ , მიმოვიხილეთ როგორ შეიძლება მასწავლებელმა   დავალებები  მოარგოს მოსწავლის საჭიროებებს , თავადაც შევადგინეთ დავალებები ჩვენი პროექტის  ფარგლებში როგორც სპეციალური საჭიროების მოსწავლისთვის, ასევე მაღალი  აკადემიური მოსწრების მოსწავლისთვის.ვიმუშავეთ ბლოგზე ,   სადაც html  გაჯეტზე გადავიტანეთ საათის
მექანიზმი , ამ გაჯეტით შესაძლებელია ვიდეოების გადატანა ბლოგზე . გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე . საინტერესო  და  ინფორმაციული იყო დღევანდელი დღე.

Sunday, September 7, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

 ტრენინგის მეექვსე დღე გამეორებით დავიწყეთ და გადავედით მოსწავლის პრეზენტაციის   შექმნაზე, ვიმუშავეთ pover pointis პროგრამაში . შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია , განსაკუთრებით  საინტერესო იყო ცხრილებზე და დიაგრამებზე მუშაობა, რაც  ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს მოსწავლეებთან მუშაობაში, ვიმუშავეთ მოსწავლეების პროექტების შეფასების რუბრიკებზე, , განვიხილეთ ინტელის სასწავლო კურსში ჩამოტვირთული  სხვადასხვა პროექტის შეფასების რუბრიკები, რომელთა ნაწილი   შევინახეთ  ჩვენს  საქაღალდეში , გადავხედეთ პროექტის გეგმებს . დღევანდელი ტრენინგი ძალიან  ნაყოფიერი და  საინტერესო  იყო !

Saturday, September 6, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

               
ტრენინგი ძალიან ინფორმაციული და დატვირთული გამოდგა , დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, განვიხილეთ საავტორო უფლებების გადმოცემის საშუალებების შევსებისა და შენახვის ფორმები. ნაყოფიერად ვიმუშავეთ ბლოგის  წაშლაზე და ასევე კარგად ვისწავლეთ აღდგენა, ძალიან მნისვნელოვანი იყო და ყველაზე მეტად გამოგვადგება ბლოგის გაჯეტების შექმნა  , კარგად გავერკვიეთ გაჯეტების ფორმაში , როგორ შევქმნათ გამოკითხვის გაჯეტები, შევისწავლეთ გაჯეტების ფორმის  შეცვლა. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. დღევანდელი ტრენინგი აუცილებელია მასწავლებლის პორტფოლიოს შესაქმნელად , გაგვიწევს დიდ დახმარებას . მადლობა ქალბატონ ქეთის  ,  ძალიან ადვილად  შეგვასწავლა   დღევანდელის ტრენინგის  დავალებები.

Friday, September 5, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით, გავიხსენეთ   შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევავსეთ პროექტის შეფასების სქემა, , შევადგინეთ პროექტის დროში გაწერილი შეფასების გეგმა , რომელიც  მნიშვნელოვანია პროექტის წარმართვისთვის , გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ პროექტის მიმდინარეობას.  ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის გაკეთება , სურათების ჩასმა ბლოგზე.  ძალიან ბევრის მომცემი და მნიშვნელოვანი ტრენინგია , შესანიშნავად უძღვება ქალბატონი ქეთი , ძალიან დამეხმარება  სასწავლო პროცესის წარმართვაში.