Sunday, September 14, 2014
ტრენინგის შეჯამება
მადლობა ტრენინგის ხელმძღავნელს ქალბატონ ქეთი ცერაძეს ძალაინ საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის. გაოცებული ვარ ქეთის ორგანიზებულობით , მობილიზებით კომუნიკაბელობით. ტრენინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დაგვეხმარება მოვაწესრიგოთ დოკუმენტაცია , დაგვეხმარება პორტფოლიოს შექმნასა და შემდგომ სრულყოფაში. გავეცანი სიახლეებს , გამოვიმუშავე ბლოგზე მუშაობის უნარ ჩვევები. ტრენინგი მასწავლებლის საჭიროებებზე იყო მორგებული , ამდენად დიდ დახმარებას გაგვიწევს ჩვენს საქმიანობაში!
მეცხრე დღე
ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით , ახლიდან გავიარეთ link.listis გაჯეტზე მუშაობა, ბლოგზე ვიმუშავეთ , ჩავსვით გვერდები , ვისწავლეთ ბანერების ჩასმა, მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა პრეზენტაციები. ვიმსჯელეთ , მივაწოდეთ ერთმანეთს იდეები.შევაჯამეთ ტრენინგი ,. მადლობა ქეთი ცერაძეს საინტერესო ტრენინგისთვის.
Saturday, September 13, 2014
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის სამუშაო დღე დავიწყეთ გამეორებით, განვიხილეთ ფასილიტაციის დავალებების ნიმუშები . შევქმენით მოსწავლის ფასილიტაციის ნიმუში , გადავიტანეთ საქაღალდეში , დავალაგეთ საქაღალდე , გადავხედეთ საქაღალდის მასალებს , მოვაწესრიგეთ , და ვისწავლეთ საქღალდის ატვირთვა ბლოგე , ვისწავლეთ სიის გაჯეტი link.listi, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პორტფოლიოში მასალების ასატვირთად. მადლობა ქეთი ცერაძეს , მწყობრად , ორგანიზებულად გვაწვდის ყოველივე სიახლეს , გაგვიადვილა ტრენინგის მასალების შესწავლა!
Friday, September 12, 2014
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, მოვძენეთ და კარგად ვნახეთ ისევ სხვადასხვა პროექტის შეფასების რუბრიკები , რომელთა ნაწილი გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში შეფასების ფაილში . ვნახეთ პრეზენტაცია გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ, ვისაუბრეთ პრეზენტაციის ირგვლივ , მიმოვიხილეთ როგორ შეიძლება მასწავლებელმა დავალებები მოარგოს მოსწავლის საჭიროებებს , თავადაც შევადგინეთ დავალებები ჩვენი პროექტის ფარგლებში როგორც სპეციალური საჭიროების მოსწავლისთვის, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლისთვის.ვიმუშავეთ ბლოგზე , სადაც html გაჯეტზე გადავიტანეთ საათის
მექანიზმი , ამ გაჯეტით შესაძლებელია ვიდეოების გადატანა ბლოგზე . გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე . საინტერესო და ინფორმაციული იყო დღევანდელი დღე.
მექანიზმი , ამ გაჯეტით შესაძლებელია ვიდეოების გადატანა ბლოგზე . გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე . საინტერესო და ინფორმაციული იყო დღევანდელი დღე.
Sunday, September 7, 2014
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღე გამეორებით დავიწყეთ და გადავედით მოსწავლის პრეზენტაციის შექმნაზე, ვიმუშავეთ pover pointis პროგრამაში . შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია , განსაკუთრებით საინტერესო იყო ცხრილებზე და დიაგრამებზე მუშაობა, რაც ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს მოსწავლეებთან მუშაობაში, ვიმუშავეთ მოსწავლეების პროექტების შეფასების რუბრიკებზე, , განვიხილეთ ინტელის სასწავლო კურსში ჩამოტვირთული სხვადასხვა პროექტის შეფასების რუბრიკები, რომელთა ნაწილი შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში , გადავხედეთ პროექტის გეგმებს . დღევანდელი ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო !
Saturday, September 6, 2014
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგი ძალიან ინფორმაციული და დატვირთული გამოდგა , დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, განვიხილეთ საავტორო უფლებების გადმოცემის საშუალებების შევსებისა და შენახვის ფორმები. ნაყოფიერად ვიმუშავეთ ბლოგის წაშლაზე და ასევე კარგად ვისწავლეთ აღდგენა, ძალიან მნისვნელოვანი იყო და ყველაზე მეტად გამოგვადგება ბლოგის გაჯეტების შექმნა , კარგად გავერკვიეთ გაჯეტების ფორმაში , როგორ შევქმნათ გამოკითხვის გაჯეტები, შევისწავლეთ გაჯეტების ფორმის შეცვლა. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. დღევანდელი ტრენინგი აუცილებელია მასწავლებლის პორტფოლიოს შესაქმნელად , გაგვიწევს დიდ დახმარებას . მადლობა ქალბატონ ქეთის , ძალიან ადვილად შეგვასწავლა დღევანდელის ტრენინგის დავალებები.
Friday, September 5, 2014
ტრენინგის მე-4 დღე
ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით, გავიხსენეთ შეფასების
სხვადასხვა მეთოდები, შევავსეთ პროექტის შეფასების სქემა, , შევადგინეთ პროექტის დროში
გაწერილი შეფასების გეგმა , რომელიც მნიშვნელოვანია
პროექტის წარმართვისთვის , გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ პროექტის მიმდინარეობას. ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის გაკეთება , სურათების
ჩასმა ბლოგზე. ძალიან ბევრის მომცემი და მნიშვნელოვანი ტრენინგია , შესანიშნავად უძღვება ქალბატონი ქეთი , ძალიან დამეხმარება სასწავლო პროცესის წარმართვაში.
Sunday, August 31, 2014
ტრენინგის მესამე დღე
დატვირთული და საინტერესო იყო ინტელის პროექტის მესამე დღე, გავიმეორეთ მეორე დღის სამუშაო, დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე , ყურადღებით ვიმუშავეთ სტანდარტის დადგენაზე , განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროექტის მიზნის განსაზღვრა და ჩამოყალიბება , სრულყოფილად გავერკვიეთ როგორ მოვახერხოთ პროექტის მიზნის განსაზღვრა, გავაანალიზეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, გავარჩიეთ ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები.. ტრენინგი დავასრულეთ კვლავ ბლოგზე მუშაობით! ნაყოფიერი იყო დღევანდელი ტრენინგი!
Saturday, August 30, 2014
ტრენინგის მეორე დღე
საინტრესო და დატვირთული იყო ინტელის სასწავლო ტრენინგის მეორე დღე , მოვისმინე პირველი დღის მასალების გამეორება, გავიმეორეთ word-ის ინსტრუმენტები, შევისწავლეთ პროექტის დამხმარე რესურსის ბუკლეტის დამზადება , კარგად გავიაზრეთ ბუკლეტის შექმნის აუცილებლობა, შევისწავლეთ მასალების შენახვა , დაარქივება და გაგზავნა ელექტრონულ მისამართზე. საინტერესო, მნიშვნელოვანი და ინფორმაციული იყო ქალბატონ ქეთი ცერაძის ჩატარებული ტრენინგი!
Subscribe to:
Posts (Atom)