Sunday, August 31, 2014

ტრენინგის მესამე დღე

დატვირთული და საინტერესო  იყო ინტელის პროექტის მესამე დღე,  გავიმეორეთ მეორე დღის სამუშაო, დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე , ყურადღებით ვიმუშავეთ სტანდარტის დადგენაზე , განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო  პროექტის მიზნის განსაზღვრა და ჩამოყალიბება ,  სრულყოფილად გავერკვიეთ როგორ მოვახერხოთ პროექტის  მიზნის განსაზღვრა,  გავაანალიზეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, გავარჩიეთ  ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები.. ტრენინგი დავასრულეთ კვლავ ბლოგზე მუშაობით! ნაყოფიერი იყო დღევანდელი ტრენინგი!

Saturday, August 30, 2014

ტრენინგის მეორე დღე

   საინტრესო და დატვირთული იყო ინტელის სასწავლო ტრენინგის მეორე დღე , მოვისმინე პირველი დღის მასალების გამეორება,  გავიმეორეთ word-ის ინსტრუმენტები, შევისწავლეთ პროექტის დამხმარე რესურსის ბუკლეტის  დამზადება ,  კარგად გავიაზრეთ ბუკლეტის შექმნის აუცილებლობა,  შევისწავლეთ მასალების შენახვა , დაარქივება  და გაგზავნა  ელექტრონულ მისამართზე. საინტერესო, მნიშვნელოვანი და ინფორმაციული იყო ქალბატონ ქეთი ცერაძის ჩატარებული ტრენინგი!